გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

თანხა მოხმარდება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, უპილოტო საჰაერო ხომალდებს, ახალ ელექტრონულ სამხედრო აღჭურვილობასა და ათასობით ერთეულ ტექნიკას უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.

„ბრიტანული იარაღი, აღჭურვილობა და მომზადება გარდაქმნის უკრაინის თავდაცვას ამ თავდასხმის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას, რათა უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა უკრაინაში მარცხი განიცადოს“, – განაცხადა ჯონსონმა.

აღნიშნული დახმარება გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის რუსეთის შეჭრის შემდეგ გაწეულ სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საერთო ოდენობას 3.8 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაზრდის.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე – ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში მიღება კარგი მაგალითია, კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის
შემდეგი სტატია“ესენი არიან “ტროიკა” – დივანი და ორი სავარძელი” – გოცირიძე “ოცნებიდან” წასულებზე