გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მადრიდში, NATO-ს სამიტზე ისაუბრა.

“ეს წამახალისებელი დაფინანსება მოასწავებს ახალ ფაზასას საერთაშორისო საზოგადოების უკრაინის მიმართ დახმამრებაში. პუტინის სისასტიკე კვლავ ართმევს უკრაინელებს სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპის მასშტაბით. გაერთიანებული სამეფოს იარაღი, აღჭურვილობა და წვრთნები გარდაქმნის უკრაინის თავდაცვას ამ ძლიერი თავდასხმის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, რათა ვუზრუნველყოთ პუტინის დამარცხება უკრაინაში”. – თქვა ჯონსონმა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას Twitter-ზე გამოეხმაურა და მას მადლობა გადაუხადა უკრაინის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

“მადლობას ვუხდი პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად გამოყოფილი დამატებით £1 მილიარდისთვის. ჩვენი ჭეშმარიტი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ვაფასებთ თანმიმდევრულ, მოწინავე დახმარებას რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად”. – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშირომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში არ უნდა იყოს გაუგებრობა, თუ გააკეთებენ იმის მსგავსს, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს ალიანსის პასუხს – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიაჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მშვიდობიანი გზით ამ რეჟიმმაც დაამთავროს ისევე, როგორც დაამთავრეს აბაშიძემ და იანუკოვიჩმა – ბოკერია