გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს

საქართველოს პრემიერ-მინიტრის, გიორგი კვირიკაშვილის და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივნის, ფილიპ ჰამონდის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ურყევ მხარდამჭერად კვლავაც რჩება.

“შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს საკითხის ერთობლივ მომზადებაზე. ევროატლანტიკური ინტეგრაცის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ჯეროვნად არის შეფასებული და აღიარებული. გაერთიანებული სამეფო კვლავაც რჩება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ურყევ მხარდამჭერად. ჩვენს შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესახებ, რომელშიც საქართველო 900 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ბატონ ჰამონს გავუზიარე ჩვენი წარმატებები და პროგრესი ამ მიმართულებებში და ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს ოპკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

“ერთხმად დავგმეთ ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რაც სასტიკ დანაშაულს წარმოადგენს კაცობრიობის წინაშე და ხაზგასმით აღვნიშნეთ, მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობა”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: უნივერსიტეტში არსებული დაპირისპირება ,,სუსისა“ და განათლების სამინისტროს გამარჯვებით დასრულდა
შემდეგი სტატია“რუსეთი საერთაშორისო სისტემით გათვალისწინებულ წესებს უგულვებელყოფს”