გაერთიანებული ოპოზიციის წევრები შალვა ნათელაშვილს ხვდებიან

გაერთიანებული ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს ხვდება. კონსულტაციები შალვა ნათელაშვილთან „ძალა ერთობაშიას“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით იმართება.

არსებული ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმს უერთდება.

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც პროპორციული სისტემით გაიმართება.

„ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს და ამ ეტაპზე კონსულტაციების რეჟიმშია.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს