გაერთიანებული ოპოზიციის ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლალი მოროშკინას ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი ფაქტი ქართული ოცნების კანდიდატის სოფო კილაძის მხარდამჭერების მხრიდან. კანდიდატის განმარტებით, მას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროსაც ავიწროებენ.

თავად დაზარალებულის შოთა ლორიას თქმით, მას აუკრძალეს ქართული ოცნების კანდიდატის პლაკატის გვერდით ლალი მოროშკინას პლაკატების გაკვრა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

საქმეზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოში პოლიტიკურმა პარტიებმა 7 742 021, 54 ლარის შემოწირულობა მიიღეს
შემდეგი სტატიაუზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურას განიხილავენ