გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა-ერთობაშიას” წევრები ცესკოს შენობასთან მივიდნენ და ოქმების გამოქვეყნებას ითხოვენ

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მივიდნენ და ოქმების გამოქვეყნებას ითხოვენ.

მათი თქმით, ისინი ცესკოში დარჩებიან, დაელოდებიან პირველად შედეგებს და თუ რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, საკუთარ ხმებს კონსტიტუციური გზებით დაიცავენ.

“რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, რატომ აგვიანებს ცესკო საიტზე ოქმების შეტანას. ამიტომ ვართ აქ, რომ მათ მოვუწოდოთ, ხელი აიღონ ყველანაირ გაყალბებაზე, ყველანაირ მანიპულაციაზე. როგორც ჩანს, არაფორმალური ბრძანება მიღებული აქვთ. პირველ რიგი, ვულოცავ ყველას, რომ ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა უარი თქვა მოღალატურ პოლიტიკაზე, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი, ქალბატონი ზურაბიშვილი ახმოვანებდა. შედეგები არის წარმოუდგენლად კარგი და იმედისმომცემი, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ არ იყოს მეორე ტური და ტენდენცია ისეთია, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. იმიტომ რომ ასე უნდა ქართველ ხალხს – განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე : ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები მოვიგოთ
შემდეგი სტატია„უდიდესი შანსია, რომ გრიგოლ ვაშაძემ პირველივე ტურში მოიგოს” – ნიკა მელია