გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს 19 ივნისს დაასახელებს

გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს 19 ივნისს დაასახელებს, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„იყო აზრთა სხვადასხვაობა და ყველაზე მეტად ვწუხვარ, როცა ჩვენი მომხრეები, რომლებიც ოპოზიციის ერთიანობაში ხედავენ გამოსავალს, ცოტა დავაბნიეთ. პარასკევს ყველა ერთად შევიკრიბებით და აუცილებლად გვექნება შესაბამისი პასუხი. აუცილებლად დავასახელებთ უკვე კანდიდატებს, ვისაც წარვადგენთ თბილისში. ძალიან საინტერესო ფორმულა მოვიფიქრეთ, როგორ ვაპირებთ მოქმედებას. მთავარია, წარვადგინოთ პერსონები, პიროვნებები, რომლებსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა ექნება საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი : ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს დანაშაული, როცა საუბარია ოკუპანტი ქვეყნიდან წამოსულ გარკვეულ მოქმედებებზე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლაც
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : სუს-მა ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო დაცული და ხელისუფლების თითოეული სტრუქტურა ასე გააგრძელებს მუშაობას