გაერთიანებული ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2018 22:09

გაერთიანებული ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ხვალ, დღის პირველ ნახევარში წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

ხატია დეკანოიძემ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, ვისაც სურვილი აქვს, ღამე კარვებში გაათენონ, ხოლო დანარჩენ მხარდამჭერებს მოუწოდა, იმოქმედონ იმ გეგმით, რომელიც ხვალ, დღის პირველ ნახევარში მედიასაშუალებებით გავრცელდება.

აღნიშნული მოწოდების შედეგად, აქტივისტთა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა, ხოლო ნაწილი კვლავ რჩება პარლამენტის წინ.

ადგილზე კვლავ სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია პარლამენტის შენობიდან (ჩიტაძის ქუჩა) სასტუმრო „თბილისი მერიოტამდე“.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2018 22:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,527
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics