გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილსა და ყალბი პირადობის მოწმობების საქმის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილსა და ყალბი პირადობის მოწმობების საქმის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს.

საგანგებო ბრიფინგი დღეს ლევან ხაბეიშვილმა, ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, კახა ასკურავასთან, ერთად გამართა.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ პირადობის მოწმობების შესახებ კეთილმოწყობის სამსახურის ადგილობრივი თანამშრომლის, ნუგზარ ცინცაძის, მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს, პირადობის მოწმობები ნეკროლოგებისთვის სჭირდებოდათ, სიცრუე და ხელისუფლების დაკვეთილი პიარია.

ოპოზიციის წევრებმა დღეს ვიდეომასალაც წარადგინეს, სადაც ნუგზარ ცინცაძე კურიერის გურიის ბიუროს ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს და იგივე პირი ბრალდებულია ლანჩხუთში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმაშიც.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი – საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ათი წლის შე​მდეგაც გრძელდება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია
შემდეგი სტატიაპოლიციამ სოფელ ჭოგნარში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა-დაკავებულია ერთი პირი