არაბთა გაერთიანებული საამიროები მზად არის სირიაში საკუთარი შენაერთები გააგზავნოს

არაბთა გაერთიანებული საამიროებმა დღეს, კვირას განაცხადა, რომ მზად არის საკუთარი შენაერთები, სირიაში, საერთაშორისო კოალიციის ისლამური სახელმწიფოსთან ბრძოლის ფარგლებში, გააგზავნოს.
“ეს ჩვენი საერთო პოზიციაა” – განაცხადა აბუ-დაბიში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანვარ გარგაშმა და დაამატა, რომ ისინი შეშფოთებუები არიან რადიკალურ ისლამისტებთან ბრძოლის ტემპებით.
“საუბარი არ არის ათასობით სამხედრო მოსამსახურეზე, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ არასახმელეთო ძალაზე, რომელიც კოალიციასთან ერთად იბრძოლებს” – განაცხადა მინისტრმა.

გასულ კვირას საუდის არაბეთმა და ბაჰრეინმა, ასევე, მზადყოფნა გამოთქვეს სირიაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე, რომლის საპასუხოდაც, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ნებისმიერი სამხედრო ჩარევა სირიის ომში, რომელიც არ იქნება სირიის მთავრობასთან შეთანხმებული, მათ მიერ შეფასდება აგრესიად და ისინი “სამხედროებს საკუთარ სახლებში კუბოებში დააბრუნებენ”.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: თურქეთი ლტოლვილებს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში მიიღებს
შემდეგი სტატიანიუ-იორკთან მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონვა მოხდა