გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

დღეს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სოფიო ქაცარავა გაერთიანებულ სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი ელჩია, რომელმაც დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები ბუკინგემის სასახლიდან ვირტუალურ ფორმატში გადასცა. დედოფალი ვიდეო ჩართვაში მონაწილეობდა უინძორის სასახლიდან.

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა, აღნიშნა: ”მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი წარმედგინა მისი უდიდებულესობა დედოფლისთვის, რათა მას გადაეცა რწმუნებათა სიგელები ბუკინგემის სასახლიდან. ასეთი ფორმატის ვირტუალური ცერემონია პირველად ჩატარდა. წარმატებებს ვუსურვებ სოფიო ქაცარავას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ასეთ მნიშვნელოვან დროს დაინიშნა. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული სიახლოვით გამოირჩევა და ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს”.​

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: ლეტალობა საკმაოდ დაბალია – ძალიან რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან