გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, ინგლისში 60-მდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა კორონავირუსის ახალი სახეობის შედეგად გამოწვეული ინფექციის არსებობა. მეთ ჰენკოკის თქმით, ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მიმდინარეობს დეტალური კვლევა.

როგორც ჯანდაცვის მდივანი აღნიშნავს, ამ დროისთვის ვარაუდი იმისა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო მწვავე დაავადებას იწვევს, ან ვაქცინა აღარ გამოგვადგება, უსაფუძვლოა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – რეჟიმი მართლმსაჯულების ყველა რგოლს იყენებს, რათა ვინც გზაზე გადაეღობება ივანიშვილს, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, მას უთვალთვალოს
შემდეგი სტატიასააკაშვილი – ივანიშვილის დიდი კრახია, რომ ყველამ გაიგო, არჩევნები გაყალბდა და “ბუტკაში” ხალხი ფულით ვერ შეათრია