გაერთიანებულ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ „საქნახშირის“ ადმინისტრაცია ​მეშახტეებზე ზეწოლას ახორციელებს

გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაცია ​ მეშახტეებზე სხვადასხვა მეთოდებით ზეწოლას ამ დრომდე ახორციელებს.

პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ ბოლო ორი დღის განმვლობაში კომპანია მეშახტეებს მოუწოდებს, განაგრძონ შრომითი საქმიანობა, წინაღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ გაცდენილი დღეების ანაზღაურებას. პროფკავშირებს გაერტიანების მოადგილის თქმით, ეს არის კანონის უხეში დარღვევა და ეწინააღმდეგება პრემიერის განცხადებას შახტებში საქმიანობის შეჩერების შესახებ.

პროფკავშირებში ტყიბულში შახტების დახურვასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას​ მიესალმებიან, თუმცა მას დაგვიანებულად მიიჩნევენ, „საქნახშირის“ ადმინისტრაციას კი მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დასაქმებულებზე ზეწოლა და შეაჩეროს ყოველგვარი საქმიანობა შახტებში მანამ, სანამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები შესაბამის დასკვნას დადებენ.

პროფკავშირების გაერთიანება მთვარობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს სამმხრივი კომისიის სხდომა, სადაც დაუყოვნებლივ იქნება განხილული ყველა საკითხი, რომლითაც შრომის რეგულაციებთან დაკავშირებით პროფკავშირებმა მთავრობას 2018 წლის აპრილში მიმართა, თუმცა მთვარობამ ისინი არ გაიზიარა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ჩვენი მუნიციპალიტეტები OGP-ში არიან ჩართულნი და ზრუნავენ, რომ ხალხი და მმართველობა ცალკე არ იდგნენ
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე პროკურატურის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოკითხავენ