,,გაერთიანების შემთხვევაში უნდა დაფასდეს თითოეული ის ადამიანი, დაწყებული რიგითი თანამშრომლიდან, დამთავრებული მინისტრის მოადგილით

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვა ორგანოსთან გაერთიანების შემთხვევაში უნდა დაფასდეს თითოეული ის ადამიანი, რომლებაც უდიდესი შრომა ჩადეს ამ რეფორმაში.

„დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, პიროვნულად ვინ წავა ან ვინ მოვა, ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, უნდა დაფასდეს თითოეული ის ადამიანი, დაწყებული რიგითი თანამშრომლიდან, დამთავრებული მინისტრის მოადგილით, რომლებმაც უდიდესი შრომა ჩადეს ამ სისტემის რეფორმირებაში“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისი თქმით, გაერთიანების შემთხვევაში, უნდა შეიქმნას კარგი მოდელი ყველა რისკის გააზრებით.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი და არის უამრავი დეპარტამენტი, რომელიც სერიოზულ თემებს ფარავს. მაგალითად ჯანდაცვის, სადაც 800-ზე მეტი ექიმი და 1000-ზე მეტი ექთანი მუშაობს, 2 საავადმყოფო აქვს, პრობაციის, პენიტენციურ საქმეთა, საგამოძიებო, ანალიტიკური, თავისი სპეციალური აღჭურვილობით. სამინისტროში დასაქმებულია 5000-ზე მეტი ადამიანი და 9500-ზე მეტი პატიმარი ყოველდღე იყენებს სხვადასხვა სერვისებს. ამიტომ, როდესაც მოხდება შერწყმა, ძალიან კარგად უნდა იყოს გაანალიზებული, ტექნიკურად როგორ მოხდება ეს“, – განაცხადა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,დღეს კოლექტიური მოძალადეები მსხვერპლს ეუბნებით – რატომ ხართ მსხვერპლის როლში, რატომ გადაირიცხა ის ფული?”
შემდეგი სტატიაარამარტო ტატუნაშვილზე, ვერც ერთ საკითხზე ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი პასუხი, თითქოს არ გაუგიათ, რას ვლაპარაკობთ