ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ წინასაარჩევნო გაერთიანებას ეხმაურება.
როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გაიზარდოს რეიტინგი, რათა საერთო ამომრჩევლის რაოდენობა 60-70%-ზე ავიდეს.
მისი თქმით, გაერთიანება – არ გაერთიანება მხოლოდ ტექნიკური ნაწილია, რომელიც სამწუხაროდ ამომრჩეველთა რაოდენობას ვერ ზრდის.
„გართიანების დრო უნდა დადგეს ყველაზე გვიან, როდესაც თითოეული პარტია შეაფასებს თავის შესაძლებლობებს, დამოუკიდებლად შეუძლია, თუ არა, რომ გადალახოს 5%-იანი ბარიერი.
ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი და ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან არაფერი საერთო არ აქვს“- თქვა აკაკი ბობოხიძემ