გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ტრამპს “კლოუნი” უწოდა

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ტრამპს

91გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა იური სერგეევმა, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს კლოუნი უწოდა – მან დღეს “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგზე გააკეთა კომენტარი ტრამპის განცხადებაზე, მისი გამარჯვების შემთხევვაში ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებისა და სანქციების მოხსენის შესახებ.

დღესვე, ტრამპის განცხადებას ყირიმის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი, მიხეილ შერემეტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტრამპი უნდა ჩავიდეს ნახევარკუნძულზე და ამით განამტკიცოს საკუთარი პოზიციები ყირიმთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვების შემთხვევაში, ის ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების საკითხს განიხილავს. მან, ასევე, თქვა, რომ რუსეთისათვის სანქციების მოხსნაზეც იფიქრებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში(video) რომის პაპი პოლონეთში მესის დროს დაეცა
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მივიდა