გაეროში პუტინის სამხედრო დანაშაულზე იმსჯელებენ

უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით გაერომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნა – ხვალ, 9 ივლისს, ნიუ იორკის დროით დილის 10 საათზე, პუტინის სამხედრო დანაშაულზე იმსჯელებენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა.

უმძიმესი ცნობები უკრაინიდან – ამ წუთებშიც ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანა მიმდინარეობს. ოცზე მეტი მოკლული და 100-მდე დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე. თუმცა ეს ჯერ ბოლო ინფორმაცია არ არის.

ოკუპანტებმა მიწასთან გაასწორეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფო კიევში, სადაც ონკოპაციენტები მკურნალობენ. ახმადტეტის შენობას ჭურვები იმ დროს ესროლეს, როცა ექიმები ბავშვების გადარჩენას ცდილობდნენ.

კადრები, რომელიც კიევიდან ვრცელდება უმძიმესი სანახავია. პუტინმა უკვე მერამდენედ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და სასიკვდილოდ გაიმეტა მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. კიევის გარდა საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს უკრაინის სხვა დიდი ქალაქები. ამ მასშტაბურ იერიშამდე რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტთან ჩასული ორბანი დიქტატორს ომის დასრულების საჭიროებაზე ესაუბრებოდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს
შემდეგი სტატიათეთრი სახლი-საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია