გაეროში ბახტაძის გამოსვლას დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობა ეხმიანება

დე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში სამინისტრო საქართველოს პრემიერის მიერ გამოყენებულ ფრაზებს და იურიდიულ ტერმინებს აპროტესტებს.

“საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწია საქართველოს მთავრობის პირფერული მოწოდებების მოსმენა “ძმებისადმი”, რომელთა ერთადაც თბილისი საერთო მომავალს გეგმავს და ვისთვისაც საქართველო მითიური სიკეთეების მიცემას აპირებს ” – წერია დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში, სადაც, ასევე საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებს რა საერთაშორისო ტრიბუნებს, თვითმოტყუებით არის დაკავებული, ცდილობს აუდიტორია და საკუთარი თავი დაარწმუნოს საქართველოს და აფხაზეთის გაურკვეველ “საერთო მომავალში”, ამასთანავე, ისინი ჯიუტად ვერ ამჩნევენ იმას, რომ უკვე 25 წელია მათი “თანამოქალაქეები” აფხაზეთის სუვერენული რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, რომელთანაც, საქართველოს არანაირი შეხება არა აქვს” – წერია აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

https://youtu.be/nc1sOAyRRMs

 

 

banner
წინა სტატიაშიფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ახალქალაქის N 40-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში – შსს მომხდარს ეხმაურება
შემდეგი სტატია87 წლის ასაკში ქართველი კლასიკოსი მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა