გაერო:შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას და ვაკვირდებით სიტუაციას ყაზახეთში

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ყაზახეთში. ამის შესახებ ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად ორანიზაციის პრესმდივანმა ისაუბრა.

“ბუნებრივია, ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას და ვაკვირდებით სიტუაციას ყაზახეთში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება, მოერიდოს ძალადობას და საკითხები დიალოგის გზით გადაწყვიტოს”, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები 2 იანვრიდან დაიწყო და მალევე სხვადასხვა ქალაქები მოიცვა. მოქალაქეები გაზსა და საწვავზე გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებდნენ. ყაზახეთში 5 იანვარს მთავრობა გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.

ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არეულობისა და შეტაკებების დროს 8 პოლიციელი დაიღუპა, მშვიდობიან მოქალაქეებზე კი ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყანაში პროტესტი გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი – ნატო არ შეჭრილა უკრაინასა და საქართველოში, ნატო არ ახორციელებს ძალების პოზიციონირებას მოლდოვაში მისი ხალხის ნების წინააღმდეგ, ეს არის საკითხები, რომელიც რუსეთმა ბოლო წლებში ჩაიდინა
შემდეგი სტატიაკოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია (ОДКБ) ყაზახეთში ჯარს გააგზავნის – ნიკოლ ფაშინიანი