გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები ერთხმად დაგმო

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები ერთხმად დაგმეს. ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაეროში უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე იმსჯელეს.საბჭოს წევრებმა დაგმეს როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, ასევე გამშვები პუნქტების დახურვა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი რეფერენდუმი.მათ ასევე გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. რუსეთის წარმომადგენლის გარდა ამ საკითხზე ყველას ერთიანი პოზიცია ჰქონდა.

საკითხი უკრაინის წარმომადგენლებმა დააყენეს. უკრაინის და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს.

banner
წინა სტატიაში,,დეკანოზს ესაჭიროება სამედიცინო ჩარევა, რომელიც საქართველოში ვერ მოხერხდება“ – ადვოკატი
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო