გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა მოიწვია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების გამო

12გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა მოიწვია დღეს, ადგოლობრივი დროით 11.00 საათზე რომ, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდა განიხილოს.
ინიციატივით სამხრეთ კორეა გამოვიდა.

“ჩრდილოეთ კორეამ იგნორირება გაუკეთა საერთაშორისო თანამეგობრობას და კიდევ ერთხელ დაუშვებელი პროვოკაცია ჩაიდინა და ფართო რადიუსის რაკეტა გაუშვა ოთხი ატომური გამოცდის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ კორეის ატომური საშიშროება მსოფიოს უქადის საფრთხეს, უშიშროების საბჭომ ოპერატიულად მკაცრი სანქციები უნდა მიიღოს” – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პაკ კინ ხემ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ფხენიანს მოუწოდა “შეწყვიტოს პროვოკაციული მოქმედებები” და საერთაშორისო მოვალეობები დაიცვას.
ფხენიანი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ სოხეს პოლიგონიდან რაკეტა-მატარებელის გაშვება მოხდა.
ადრე ფხენიანმა უკვე დააანონსა, რომ დედამიწაზე დასაკვირვებლად რაკეტას გაუშვებდა და შესაბამისი შეტყობინებები გაუგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

banner
წინა სტატიაშიცრუ განგაშის გამო კიევი-თბილისის რეისი გადაიდო
შემდეგი სტატიააშშ და სამხრეთ კორეა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ