გაეროს უშიშროების საბჭომ ქერჩის გამო საგანგებო სხდომის ჩატარებაზე უარი თქვა

გაეროს უშიშროების საბჭომ 26 ნოემბერს ქერჩის გამო საგანგებო სხდომის ჩატარებაზე უარი თქვა, რომლის ინიციატორიც რუსეთი იყო. წინადადებას მხარი დაუჭირა ჩინეთმა, ყაზახეთმა და ბოლივიამ. ოთხმა ქვეყანამ თავი შეიკავა. წინააღმდეგი კი შვიდი სახელმწიფო იყო.
მოსკოვი საგანგებო სხდომას ითხოვდა “აზოვის ზღვაში სიტუაციის საშიში განვითარების გამო”.

აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ ღრმა შეშფოთება გამოხატა ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენების გამო და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი უკრაინის სუვერენიტეტს მხარს უჭერს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში,, ვცდილობდი “ომეგასთვის” გამეგებინებინა, რომ პერსპექტივა ექნებოდა საგადასახადო შეთანხმებას, ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო საღ აზრთან ახლოს”
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინისთვის დაკავებული მეზღვაურების და გემების დაბრუნებაზე უარს ამბობს