გაეროს უშიშროების საბჭომ ალეპოსთან დაკავშირებით რეზოლუცია შეათანხმა

გეროს უშიშროების საბჭომ, სირიის ქალაქ ალეპოში მოსახლეობის მშვიდობიან ევაკუაციაზე საკუტარი დამკვირვებლების განთავსებასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი, საბჭოს წევრებს შორის შეათანხმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციის კომპრომისულ ტექსტს გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინიც კი ეთანხმება, რომელიც სირიაში დამკვირვებლების განთავსების საფრანგეთისეულ ინიციატივას ვეტოს დადებით ემუქრებოდა.
როგორც გაეროს წარმომადგენლობა აცხადებს, რეზოლუციის ტექსტს ორშაბათს 19 დეკემბერს უყრიან კენჭს.

banner
წინა სტატიაშიSOS! ნუკრიანში უძვირფასესი კულტურის სახლი იწვის!!
შემდეგი სტატიაბრძოლები დონბასში: რუსებმა უკრაინის არმიას – 6 მეომარი მოუკლეს