გაეროს უშიშროების საბჭო აშშ-ს მიერ მადუროს დაკავების გამო სხდომას გამართავს

კოლუმბიის მოთხოვნით, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით, გაეროს უსაფრთხოების საბჭო ორშაბათს, 5 იანვარს შეიკრიბება, რათა განიხილოს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავება აშშ-ის მიერ, – წერს Reuters დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საბჭოს სხდომა 15 წევრისგან შედგება. ვენესუელის ელჩმა გაეროში, სამუელ მონკადამ, 3 იანვარს, შაბათს, უსაფრთხოების საბჭოს წერილით მიმართა, სადაც აშშ-ის მოქმედებები დაგმო და ვენესუელაში განვითარებული მოვლენები „კოლონიალურ ომად“ მოიხსენია.

„ეს არის კოლონიალური ომი, რომელიც მიმართულია ჩვენი რესპუბლიკური მმართველობის ფორმის განადგურებისკენ – იმ ხელისუფლების, რომელიც ჩვენი ხახლმა თავისუფლად აირჩია, და მარიონეტული მთავრობის დასაყენებლად, რაც საშუალებას მისცემს მათ, დაარბიონ ჩვენი ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობის მარაგები,“ – განაცხადა მონკადამ.

ვენესუელის ელჩის თქმით, აშშ-მა დაარღვია გაეროს ქარტია და მან დოკუმენტიდან ციტატაც მოიყვანა:

„ყველა წევრი სახელმწიფოს ევალება, თავიანთ საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან ან მუქარისგან – ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ,“ – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის, წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა, ღამით განხორციელებულ სამხედრო ქმედებებს „საშიშ პრეცედენტად“ მოიხსენია.

banner
წინა სტატიაში“ვიმედოვმებთ, რომ იანვრის ბოლომდე შედეგს მივიღებთ” – ზელენსკი
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტი ააფეთქეს