საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ. ისინი საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და გაეროში საქართველოს ელჩისგან ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ რა პრობლემები შეექმნა მოსახლეობას ოკუპაციისა და მავთულხლართების გაბმის შედეგად.
ელჩები ადგილობრივ მკვიდრს დათა ვანიშვილსაც შეხვდნენ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. დელეგაციას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გაეროსთან აკრედიტებული ელჩები საქართველოს 6 მაისს დატოვებენ. საქართველოში ვიზიტის მიზანია ჩვენი ქვეყნის კულტურის, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.