გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს ბირმაში მოქმედებებისკენ მოუწოდა

გაეროს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს ბირმაში (მიანმარი) მიმდინარე ძალადობების აღსაკვეთად – ბირმაში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან შრანერ-ბურგენერმა განაცხადა. მისი აზრით, მასშტაბური სისხლისღვრა გარდაუვალია.
“შეისწავლეთ ყველა ხელმისაწვდომი ინსტურემენტი, რომ კოლექტიური მოქმედებები დაიწყოთ და გააკეთოთ ის, რაც სამართლიანია, რაც დაიმსახურა მიანმარის მოსახლეობამ და ამით აზიის შუაგულში კატასტროფა
აიცილოთ თავიდან” – გაეროს უშიშროების საბჭოზე განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ბირმაში მიმდინარე წლის 1 თებერვალს სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. საპროტესტო გამოსვლებზე სამხედროები იყენებენ ტყვიებს. ამ მომენტისათვის დაღუპულია დაახლოებით 521 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან მხოლოდ 27 მარტს, შეიარაღებული ძალების დღეს, 141 ადამიანი მოკლეს.
სამხედრო მაღალჩინოსნებმა 2020 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ პუტჩის დაწყებამდე განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნებზე დიდი უმეტესობით დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ 70%-ით გაიმარჯვა. გაერთიანების ლიდერი ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩჟია.
ბირმაში 1962 წლიდან რამდენჯერმე იყო სამხედრო დიქტატურა.

banner
წინა სტატიაში„კუბი კონტექსტში“ – ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში გაიხსნება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ნახევრად ღია პენიტენციურ დაწესებულებებში პრევენციის ეროვნულ მექანიზმს დროებით აჩერებს