გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში პოსტს ნოემბერში დატოვებს

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში, სტაფან დე მისტურამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა – ნიუ-იორკში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. დე მისტურამ დააზუსტა, რომ გადაწყვეტილება “პირადი მიზეზებით” მიიღო და პოსტს ნოემბრის ბოლოს დატოვებს. ის ამ თანამდებობაზე ოთხი წელი და ოთხი თვე იმყოფებოდა.
დე მისტურას განცხადება მოულოდნელობა არ ყოფილა, მან რამდენიმე ხნის უკან გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს ამის შესახებ შეატყობინა. ოქტომბრის ბოლოს დე მისტურა დამასკოს ეწვევა “სირიის ხელისუფლების მოწვევით”, რომ საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები გამართოს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში“ენმ-ის სურვილია, რომ სწორედ წინასაარჩევნოდ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდეს” – დავით მათიკაშვილი მორიგ ჩანაწერებს ეხმაურება
შემდეგი სტატია„საქართველო გადაიქცა ნოყიერ პლატფორმად რუსეთისთვის, რომ განახორციელოს თავის გეოპოლიტიკური მიზნები კავკასიაში” – ჭიაბერაშვილი