გაეროს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომხსენებელი საქართველოს ეწვევა

გაეროს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომხსენებელი საქართველოს ეწვევა

გაეროს სპეციალური მომხსენებელი საქართველოს 15-19 თებერვალს ეწვევა. ის გენდერულ ნიადაგზე ძალადობის ფაქტების აღმოფხვრის სამთავრობო პროგრამებს გაეცნობა.
ხუთდღიანი ვიზიტისას, სპეციალური მომხსენებელი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან გამართავს შეხვედრებს თბილისში, კახეთსა და შიდა ქართლში.
ადამიანის უფლებების ექსპერტი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ შეხვდება და მოინახულებს დევნილთა ბანაკებს და სხვა.

“ქალების მიმართ ძალადობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფორმაა და ის ყველა ქვეყანაში ბევრ ქალს ეხება” – განაცხადა დუბრავკა შიმონოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, საბჭო მზად არის მონაწილეობა მიიღოს ყველა დისკუსიაში
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებაზე არ არის დამოკიდებული