გაეროს მონაცემებით, სირიაში დაახლოებით მილიონი ადამიანი შიმშილობს

გაეროს მონაცემებით, სირიაში დაახლოებით მილიონი ადამიანი შიმშილობს.

17დაახლოებით 100 საკვები პროდუქტით, ფქვილით და მედიკამენტებით დატვირთული მანქანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში დღეს სირიის სხვადასხვა ქალაქისკენ გაემართა – ამის შესახებ “წითელი ნახევარმთვარის” ხელმძღვანელმა მუჰანად ალ ასადმა განაცხადა, წერს “Le Figaro”.
დაახლოებით 40 მანქანა ქალაქ მაუდამიატ ალ სამის მხარეს წავიდა, რომელსაც სირიის არმია და ოპოზიციური ძალების მეომრები აცილებენ. 30-მდე სატვირთო მადაიასა და ზაბადანისკენ გაემართა. მადაიუში ასევე გაიმართება მობილური სამხედრო ჰოსპიტალი. ოცამდე სატვირთო ფუასა და კაფრაიასკენ წავა.
გაეროს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების წარმომადგენელმა, სტეფან დე მისტურმა, რომლიც დღეს დამასკოში ჩაფრინდა, განაცხადა, რომ ტვირთი დღესვე განაწილდება ქვეყნის 7 რეგიონში.
გაეროს მონაცემებით, სირიაში დაახლოებით მილიონი ადამიანი შიმშილობს.

banner
წინა სტატიაში“მე ძველებურად ვთვლი, რომ ტრამპი ვერ გახდება პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაშეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ეყოლება