გაეროს მონაცემებით დონბასში 10 ათასი ადამიანი დაიღუპა

გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლქტისას 9,94 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა. 23, 5 ათასი დაიჭრა საომარი მოქმედებების დროს – გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს, 15 მარტს კიევში წარადგინეს.
მოხსენების თანახმად, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, დაჭრილი კი 7-დან 9 ათასამდეა. კვლევები 2016 წლის 16 ნოემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშინეთანიახუმ უარყო, რომ ის მეუღლემ მანქანიდან ჩაადგო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი:გენო კალანდია იყო მათ შორის, ვისაც ცხოვრებამ დევნილობის უმძიმესი ხვედრი არგუნა