გაეროს მეცნიერების აზრით – პირველი ბირთვულ ომი სასმელი წყლის გამო დაიწყება

გაერო-ს უნივერსიტეტის მეცნიერთა აზრით, პირველი ბირთვული ომი ჩვენს პლანეტაზე, დიდი ალბათობით არა აშშ-სა და რუსეთს შორის, არამედ ინდოეთსა და პაკისტანს შორის, მტკნარი წყლის გამო შეიძლება დაიწყოს.
პაკისტანსა და ინდოეთს შორის, რომლებიც ბირთვული სახელმწიფოები არიან, ბირთვული ომი მდინარე ინდთან დაკავშირებული, და მუდმივად მზარდი პრობლემის გამო შეიძლება დაიწყოს. ,,მდინარე ინდის აუზი არის ,,საათის მექანიზმიანი ბომბი,, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დედამიწაზე წყლის რესურსების მშვიდობიანი და სამართლიანი გამოყენება მოხდეს,, აცხადებს კანადაში მდებარე გაერო-ს გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმერ სმახტინი.
გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანსა და ინდოეთს შორის კონფლიქტი დაახლოებით ერთი თვის უკან გამწვავდა, როდესაც ინდოეთმა პაკისტანთან მდინარე ინდის რესურსების გამოყენებაზე 1960 წელს მიღწეული ხელშეკრულების შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადება გააკეთა. პაკისტანის განცხადებით კი – ამ ხელშეკრულების დარღვევა და წყლის რესურსების გადაკეტვა ინდოეთის მხრიდან, განხილული იქნება როგორც ომის გამოცხადება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ი ულოცავს საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას
შემდეგი სტატიასამხედრო ბრიგადებსა და თავდაცვის სამინისტროში დილა საქართველოს ჰიმნით დაიწყება