გაეროს კომიტეტი: საფრანგეთში ნიქაბის ტარების აკრძალვა ადამიანის უფლებების დარღვევაა

გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა  განაცხადა, რომ საფრანგეთის მიერ ნიქაბის აკრძალვა – ისლამური თავსაფარი, რომელიც სრულიად ფარავს სახეს, თავს და მხრებს, ადამიანის უფლებების დარღვევაა.

საფრანგეთმა ვერ შეძლო საკუთარი აკრძალვის დასაბუთება, ამიტომ მან უნდა გადახედოს მოქმედ კანონს – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

განცხადების თანახმად,”კომიტეტმა არ მიიჩნია საფრანგეთის პოზიცია დამაჯერებლად, რომ სახის დამალვის აკრძალვა აუცილებელი იყო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან “საზოგადოებაში ერთად ცხოვრების” მიზნის მისაღწევად”
საფრანგეთს ახალი ზომების შესახებ კომისიის წინაშე ანგარიშის ჩასაბარებლად 180 დღე აქვს –  ინფორმაციას”ამერიკის ხმა” ავრცელებს

banner
წინა სტატიაშიქუთაისი-ვარშავის რეისი ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო ბუქარესტის აეროპორტში დაეშვა
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთის პრინცმა სალმანმა ხაშოგის მკვლელობას “ამაზრზენი ინციდენტი” უწოდა