გაეროს კომისიას სირიის კოლონაზე თავდამსხმელი არ დაუსახელებია

გაეროს სპეციალურმა კომისიამ ვერ დაასახელა სირიაში ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდამსხმელები. კომისიის განცხადებაშია ნათქვამია, რომ “მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი ჰაერიდან მოხდა, ვერ შევძელით დამნაშავის, ან დამნაშავეების დადგენა”.
გაეროს ვერსიით, კოლონაზე თავდასხმა სხვადასხვა საომარი საშუალებით მოხდა, მინიმუმ ორი განსხვავებული ტიპის თვითმფრინავით.
ამასთანავე, კომისიამ კონსტანტირება გააკეთა, რომ კოლონაზე ავიადარტყმები, შესაძლებელია, რუსმა ან სირიელმა თვითმფრინავებმა განახორციელეს, ან კოალიციამ აშშ-ს ხელმძღვანელობით.
ამასთანავე, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ “განსაკუთრებით ნაკლებად დასაჯერებელია”, რომ კოალიციის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ შეტევაში.

ჰუმანიტარული კოლონა, რომელიც გაეროსა და სირიის წითელი ნახევარმთვარის მიერ იყო ორგანიზებული, ალეპოში 19 სექტემბერს დაიბომბა. გაეროს მონაცემებით, მას მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაიჭრა.

ამასთანავე, განადგურდა 17 სატვირთო, ანუ, კოლონას ნახევარზე მეტი.

დასავლეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. რუსეთი ამბობს, რომ ეს მას არ ჩაუდენია.

banner
წინა სტატიაშისინოდის სხდომა დასრულდა
შემდეგი სტატიაბერლინის შესაძლო ტერორისტი აშშ-ს სპეცსამსახურებისთვის ცნობილია