გაეროს გენერალურმა მდივანმა მოწოდება გააკეთა ტერორისტები სიკვდილით არ დასაჯონ

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მოწოდება გააკეთა სიკვდილით დასჯაზე უარი თქვან, მათ შორის, ტერორიზმში ბრალდებულებისთვის და ეს ახსნა იმითი, რომ დასჯის უმაღლესი ფორმა დანაშაულის შემსუბუქებას არ იწვევს – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ მსოფლიო დღეს გაავრცელა.
მისი თქმით, სიკვდილით დასჯის “არაადამიანურ და სასტიკ პრაქტიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნეში”.

წერილში, ასევე, აღნიშნულია, რომ სიკვდილით დასჯა დაშვებულია 65 ქვეყანაში.
მიმდინარე წლის აპრილში Amnesty International-მა განაცხადა, რომ მსოფლიოში სიკვდილით დასჯა საგრძნობლად გაიზარდა. უფლებადამცველების თქმით, 2015 წელს უმაღლესი ზომა გამოიყენეს 1634 პატიმრის მიმართ, რაც უკანასკნელი 27 წლის მანძილზე ყველაზე დიდი მონაცემია. აქედან 89% მოდის ირანზე, პაკისტანსა და საუდის არაბეთზე. ამასთანავე, სტატისტიკაში არ შედის ჩინეთი, სადაც Amnesty International-ის მონაცემებით 1000-მდე ადამიანი დაისაჯა სიკვდილით, თუმცა, მთავრობა ამას მალავს.
აშშ-ში, სადაც უმაღლესი ზომა გამოიყენება 32 შტატში, 28 პატიმარი მოკლეს, მათგან 13 – ტეხასში.

banner
წინა სტატიაშიდალაი ლამამ დაუშვა, რომ ტიბეტის სულიერი ლიდერი შესაძლებელია ქალი იყოს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ამ ხელისუფლების წინააღმდეეგ ბრძოლა აუცილებელია პარლამენტშიც და ყველგან