გაეროს გენერალურმა მდივანმა ისლამური სახელმწიფოს სატელიტი-დაჯგუფებები დაასახელა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ისლამური სახელმწიფოს სატელიტი-დაჯგუფებები დაასახელა

2015 წლის ბოლოსთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა ტერორისტულ გაერთიანება “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულება შეჰფიცეს. სულ დაახლოებით 34 შეიარაღებული გაერთიანებაა ისლამისტების ერთგული და მიმდინარე წელს მათი მხარდამჭერები გაიზრდება – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა მოხსენებაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს გაუგზანა – “ასოსეიტედ პრესი” წერს.
პან გი მუნმა, ასევე ისლამური სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმების გაზრდის პროგნოზი გააკეთა ფილიპინებში, უზბეკეთში, პაკისტანში, ლიბიასა და ნიგერიაში.
მან ისლამურ სახელმწიფოს “ყველაზე მდიდარი ტერორისტული დაჯგუფება” უწოდა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2015 წელს აღნიშნული დაჯგუფების ნავთობითა და ნავთობპროდუქტების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა, სავარაუდოდ, 500 მილიონი შეადგინა, მილიარდი დოლარი კი დაკავებული რაიონების ბანკებიდან არის ამოღებული, დაახლოებით იგივე თანხა კი გადასახადებიდან აქვთ შეგროვებული.
პან გი მუნის თქმით, ისლამური სახელმწიფო “უპრეცენდენტო საშიშროების” მატარებელი ორგანიზაციაა. მის რიგებში მიმდინარე მომენტში დაახლოებით 25 ათასი ტერორისტია გაწევრიანებული.

banner
წინა სტატიაშიპაპი ფრანცისკი და პატრიარქი კირილი ერთმანეთს კუბაში შეხვდებიან
შემდეგი სტატიაწარწერა “მაესტრო” ეთერში არ იქნება და ცისფერი ბურთი დარჩება მე მივეცი ჩემს თანამშრომლებს მითითება