გაეროს გენერალურმა მდივანმა ადამიანებს გაერთიანებისკენ მოუწოდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, თავის საახალწლო მიმართვაში, საერთაშორისო თანამეგობრობას კაცობრიობის არსებობის საფრთხეებთან და საშიშროებებთან საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა.

გუტერეშმა დედამიწის მოსახლეობას ბედნიერება, მშვიდობა და სიკეთე უსურვა დამდეგ ახალ წელს. ამასთან ერთად, მან მსოფლიოს მოსახლეობა გააფრთხილა, რომ არსებობს მრავალი კრიტიკული სიტუაცია და რისკი, რომელიც დედამიწაზე მშვიდობას და უსაფრთხოებას ემუქრება, მათ შორის, კლიმატური ცვლილებები, რომელიც იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ელოდებოდნენ. გარდა ამისა, გუტერეშმა თქვა, რომ კოფლიქტების გადაჭრა უფრო და უფრო რთული ხდება და ასევე, ხაზი გაუსვა ქონებრივი უთანასწორობის მზარდ სტატისტიკას.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: პატრიარქი და ორი ეპისკოპოსი
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი – “გიორგი გახარია “ოცნებისთვის” უფრო საშიში გახდა, ვიდრე ოპოზიციისთვის”