გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას “ქალაქ სევასტოპოლსა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ”, რომელიც უკრაინის დელეგაციამ მოამზადა.
რეზოლუციას მხარი 70 ქვეყანამ დაუჭირა, 26 გამოვიდა წინააღმდეგი, ხოლო თავი შეიკავა 76 ქვეყანამ.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2017 წლის 19 აპრილის საერთაშორისო სასამართლოს დადგენილება, რომელიც ავალდებულებს მოსკოვს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას.
რეზოლუციის თანახმად, რუსეთმა უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა სასწრაფოდ ბოლო მოუღოს ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევას და პატივი სცეს ოკუპაციამდე ყირიმში არსებულ კანონებს.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს ყირიმის თათართა მეჯლისის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გადაწყეტილება და გაანთავისუფლოს უკანონოდ დაკავებული და გასამართლებული უკრაინის მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაში“ახალ ძალთა მოძრაობის” პრესსამსახური: სააკაშვილის წერილის გამოქვეყნება მიუთითებს ხელისუფლების სისუსტეზე
შემდეგი სტატიაცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია რუსეთის გენპროკურორს შეხვდა