17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირა — აშშ წინააღმდეგი იყო, საქართველომ თავი შეიკავა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა აფრიკის კავშირის ქვეყნების ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც მსოფლიო რუკაზე კონტინენტებისა და ქვეყნების ზომების უფრო რეალისტურ ასახვას ითვალისწინებს.

დოკუმენტს მხარი 164-მა ქვეყანამ დაუჭირა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც რეზოლუციას წინააღმდეგ ხმა მისცა, აშშ აღმოჩნდა. ექვსმა ქვეყანამ — საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ, სერბეთმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა კი კენჭისყრისას თავი შეიკავა.

მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებს საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული მერკატორის კარტოგრაფიული პროექციის ჩანაცვლებას, რომელზეც დღემდე მსოფლიო რუკების უმეტესობაა დაფუძნებული.

სპეციალისტებისა და CNN-ის განმარტებით, მერკატორის პროექცია მასშტაბებს არასწორად ასახავს, რადგან ეკვატორიდან დაშორების კვალდაკვალ ხმელეთის ზომები ხელოვნურად გაზვიადებულია.

შედეგად, ეკვატორთან ახლოს მდებარე აფრიკის კონტინენტის რეალური მასშტაბები შემცირებულად მოჩანს ისეთ ჩრდილოურ ქვეყნებთან და ტერიტორიებთან შედარებით, როგორებიცაა რუსეთი, კანადა და გრენლანდია. მაგალითად, მოქმედ რუკებზე გრენლანდია სამხრეთ ამერიკაზე დიდი და თითქმის აფრიკის ზომის ჩანს, რაც რეალობას არ შეესაბამება.

ახალი სტანდარტის დანერგვა მიზნად ისახავს გეოგრაფიული პროპორციების სიზუსტისა და გლობალური სამართლიანობის აღდგენას.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასტიქია ხარაგაულში: ძლიერმა წვიმამ სოფლების გზები დააზიანა — მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები