გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი ენგურის გასწვრივ გადასასვლელი პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი ენგურის გასწვრივ გადასასვლელი პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
მან მწუხარება გამოთქვა მდინარე ენგურზე, საქართველო, კიდევ ორი გადასასვლელი პუნქტის დახურვის გეგმასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ეს ზიანის მომტანი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი გალის რაიონის მაცხოვრებლებისთვის.
„ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას, რომ გაგრძელდეს არსებული გადასასვლელი პუნქტების ფუნქციონირება, რათა უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი გადაადგილება, მათ შორის, ჰუმანიტარული მიზნებით.
ხაზს ვუსვამთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეების მისამართით აქამდე გაჟღერებულ მოწოდებებსაც, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ ხელშესახები პროგრესის მიღწევის პროცესში და თავი შეიკავონ ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და საფრთხე შეუქმნას მოლაპარკებების მიმდინარეობას,“ – აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმ

banner
წინა სტატიაშიმე, დღეს როგორც არასდროს, ამაყი ვარ რუსთავი 2-ის გუნდით
შემდეგი სტატიაიაპონია შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმისა და აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო