გაეროს გენერალური მდივანი, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, კიევს ეწვევა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან და სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, კიევს ეწვევა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვს 26 აპრილს ესტუმრება, უკრაინის დედაქალაქს კი 28 აპრილს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტების ჩანიშვნამდე, გუტერეშმა წერილები გაუგზავნა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს და სთხოვდა მათ, სასწრაფოდ მიეღოთ იგი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა სამხედროებმა იმ ოკუპანტების ნაწილი გაანადგურეს, რომლებიც ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეში მონაწილეობდნენ
შემდეგი სტატიაჩვენი თავდაცვის 58-ე დღე წითელ პარასკევს დაემთხვა, დღეს, როდესაც ერთი შეხედვით, სიკვდილმა გაიმარჯვა, მაგრამ ჩვენ აღდგომის იმედი გვაქვს – ზელენსკი