12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

გაეროს გენერალური მდივანი: “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას”

J

“გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან”, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

როგორც გუტერეშმა განაცხადა, გაერო ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და თანხები შესაძლოა, ივლისისთვის ამოიწუროს.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა 193-ვე წევრი სახელმწიფოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად მათ, ან სავალდებულო გადასახადები უნდა გადაიხადონ, ან ორგანიზაციის ფინანსური წესები უნდა გადაიხედოს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გაერო-ს უმსხვილესმა გადამხდელმა, აშშ-მა უარი თქვა რეგულარულ და სამშვიდობო ბიუჯეტებში შენატანის განხორციელებაზე და რამდენიმე სააგენტოდან გასვლის შესახებ განაცხადა. აშშ ამტკიცებს, რომ ეს „გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვაა“. რამდენიმე სხვა წევრს დავალიანება აქვს ან უბრალოდ უარს ამბობს გადახდაზე.

banner
წინა სტატიაში“დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები – საპროტესტო აქცია პარლამენტთან
შემდეგი სტატიაბადრი აბაშიძე: “იყო შანტაჟიც, მუქარაც, რომ დამიჭერდნენ… ამაში ჩართულია საპატრიარქოც”