6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი – ნავარაუდევია მდინარეებზე წყლის დონის მატება, რისი საფრთხის დონეც ყველაზე მაღალი კახეთის რეგიონშია,- ინფორმაციას გაეროს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს.
საფრთხის დონე კახეთის რეგიონში არის – მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე – საშუალო.
















