გაეროს ბავშვთა კომიტეტს მივმართეთ, საქმის განხილვაში ჩაგვრთოს – ლომჯარია ნინოწმინდაზე

ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში მონიტორინგის ნებართვის მისაღებად, სახალხო დამცველი გაეროს ბავშვთა კომიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას გეგმავს. ნინო ლომჯარიამ გაეროს ბავშვთა კომიტეტს წერილობითი თოვნით უკვე მიმართა.

“გაეროს ბავშვთა კომიტეტს მივმართეთ უკვე წერილობითი თხოვნით, რომ მიმდინარე საქმის განხილვის პროცესში ჩაგვრთოს მესამე მხარედ, რომ ჩვენ შევძლოთ კომიტეტს წარვუდგინოთ ჩვენი მოსაზრებები, ასევე, ბოლო პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებები.

როდესაც ჩვენ ვაწყდებით კედელს, როდესაც მსგავსი მასშტაბის აგრესიას და დახურულობას იჩენს ინსტიტუტი, ლოგიკურად ჩნდება განცდა, კითხვები, რომ რაღაც არის დასამალი. სახელმწიფო ინსისტიტუტებისთვის ავტორიტეტები არიან პიროვნებები და არა ინსტიტუტები, მათთვის ავტორიტატია არა კნონი და საერთაშორისო ვალდებულებები, არამედ კონკრეტული პირები”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პანსიონში შესვლის საშუალება არ აქვთ მაქსიმალურად ცდილობენ ინფორმაცია მოიპოვონ იქ არსებული ვითარების შესახებ.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 7.7 პროცენტი შეადგინა
შემდეგი სტატიაოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველების შეფასების მიზნით კულტურის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა