გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ახალი გენერალური მდივანი ყავს – ის პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონი გუტერეშია.Reuters-ის მონაცემებით, ხუთიდან არც ერთ ქვეყანას, რომელთაც ვეტოს უფლება აქვთ, მის წინააღმდეგ ხმა არ მიუცია რიგით მეექვსე კენჭისყრაზე.
ღია, ოფიციალური კენჭისყრა ხვალ, 6 ოქტომბერს გაიმართება.
მოქმედი მდივნის, პან გი მუნის სურვილი იყო, რომ ის ქალს შეეცვალა. პან გი მუნის ვადა ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება.