გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR) წარმომადგენელი – საქართველო პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას სერიოზულად აღიქვამენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR) წარმომადგენელმა – ვლადიმერ შკოლნიკოვმა მედიასთან ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას ძალზე სერიოზულად აღიქვამენ. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

“დღევანდელი ღონისძიება ძალზე სასარგებლო იყო. მასზე წარმოდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში. ძალზე მნიშვნელოვანია დეპარტამენტის მუშაობის პრინციპისა და მისი შექმნის ძირითადი მიზნის გაცნობა, ასევე, მნიშვნელოვანია იმ რამდენიმე შედეგის გაცნობა, რომლებიც მიღწეულ იქნა სამინისტროსა და კერძოდ, ამ დეპარტამენტის მიერ.

დეპარტამენტის მიერ პირველად, ფოკუსირებულად მოხდა რეაგირება იმ დანაშაულებზე, რომლებიც დისკრიმინაციულ ხასიათისაა. ასეთი დანაშაულებია: ოჯახში ძალადობა, სხეულის დაზიანება და სექსუალური ხასიათის დანაშაული. აღნიშნული გახლავთ მთავრობის მკაფიო გზავნილი სამოქალაქო საზოგადოების მისამართით, რაც გულისხმობს იმას, რომ რეაგირება მსგავსი სახის დანაშაულებზე იქნება სერიოზული. საერთო ჯამში, ნათელია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ძალზე სერიოზულად აღიქვამენ და ეს არ ხდება მხოლოდ საუბრების დონეზე – ხორციელდება რეალური ქმედებები. საქართველო არის პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც სერიოზულად აღიქვამს ამ საკითხს და იმედს ვიტოვებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს აღნიშნულ საქმიანობას. მადლობას ვუხდით დეპარტამენტს გაწეული საქმიანობისთვის და მხარდაჭერას ვუცხადებთ”, – განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში “ჭყონდიდლობა” გრანდიოზულად აღინიშნება
შემდეგი სტატიანადირაშვილი: მგონი მალე ზურაბიშვილიც გამოვა და იტყვის ნეტა ვინ შეიწყალა ესენიო