გაერომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებზე გამოძიებას ეხება

გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსული ჯარების მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე გამოძიების წარმოებას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ რეზოლუციას მხარი ჩინეთმა არ დაუჭირა.

როგორც Sky News-ი წერს, უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ თებერვლის ბოლოს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ასობით ეჭმიტანილი სამხედრო დამნაშავე გამოავლინეს.

banner
წინა სტატიაშიადამიანი შეიძლება ყოველ წუთში აღარ იყოს, დღეს რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა – ალასანია შვილზე
შემდეგი სტატიაექიმები ამბობენ, რომ არ ჰყოლიათ ასეთი პაციენტი არასოდეს – ალასანია