გაერომ მიანმარში მუსლიმების გენოციდი აღიარა 

გაეროს სპეციალური მოხსენების თანახმად,მიანმარელი  სამხედროები ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს მასობრივად ხოცავდნენ და აუპატიურებდნენ -ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუნ სან ჩჟის მთავრობა უმცირესობების მიმართ სიძულვილის პროპაგანდას ეწევა და როჰინჯას ხალხს  მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულისგან არ იცავს.

გაეროს საერთაშორისო დამოუკიდებელი მისიის მონაცემებით, მიანმარში მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტები დადასტურებულია . მოხსენებაში ნათქვამია, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისათვის, რომ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ცნობისთვის,როჰინჯა არის ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც მიანმარის შტატ რაკხაინში ცხოვრობენ. ისინი მუსლიმები არიან და საკუთარ თავებს  რეგიონის ძირძველი მოსახლეობად თვლიან. უმრავლესობა, რომლებიც ბუდისტები არიან, თვლის, რომ როჰინჯები მიანმარში ბანგლადეშიდან გადმოსახლდნენ. ქვეყნის დღევანდელი მთავრობა ცდილობს როხინჯები მეზობელ ქვეყნებში გაიყვანოს და იქ მათ ასიმილირებას შეუწყოს ხელი. მთავრობა თვლის, რომ როჰინჯები ბოევიკები არიან, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზებას ახდენენ და რადიკალურ ისლამს ავრცელებენ

banner
წინა სტატიაშიროგორ გეგმავს შსს ძალადობის მაღალი რისკის მქონე ოჯახების მონიტორინგს?!
შემდეგი სტატია,,ამ დასკვნაში დაყენებულია ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელიც შემხებლობაში იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან”