გაერომ ევროკავშირი მიგრანტებთან მიმართებაში ორმაგი მორალის გამოყენებაზე გააფრთხილა

თუკი ევროკავშირი სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობს, მაშინ მან საკუთარი მოვალეობები  არ უნდა დაივიწყოს -ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა საიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა.

ჰუსეინმა  ევროკავშირს მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინოს მიგრანტებთან დამოკიდებულებაში,მოერიდოს თვალთმაქცობას და ორმაგი მორალის პრინციპის გამოყენებას.

ჰუსეინის თქმით, მას აწუხებს იტალიის, უნგრეთის  და ავსტრიის მოქმედება და ასევე ის,რომ ევროკავშირი ამ დროისთვის საზღვრის დაცვით არის დაკავებული -ამის შესახებ დოჩიე ველე წერს.

აღსანიშნავია,რომ ალ-ჰუსეინის შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პოსტს, 1 სექტემბრიდან ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშისოჭის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავზე ცეცხლის გაჩენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
შემდეგი სტატიაშსს-მ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი დააკავა