გაერომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს 810 ათას დოლარიანი გრანტი გადასცა

news
ავტ.: news სექტემბერი 29, 2016 13:20

გაერომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს 810 ათას დოლარიანი გრანტი გადასცა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ 810 000 დოლარიანი გრანტი გადასცა ჩვენს დევნილთა სამინისტროსთან არსებულ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სიპს, რომლითაც დევნილებს მიეცემათ, ძირითადად სოფლებში გრანტები, რომლითაც მათ შეეძლებათ საქონლის ყიდვა, ხეხილის დარგვა, მრავალწლიანი კულტურების დათესვა, ფუტკრის გაშენება და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა,- ამის შესახებ სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გრანტი ოთხი კატეგორიის ოჯახს გადაეცემა. გრანტიდან დევნილები 80 პროცენტით დაფინანსდებიან, დანარჩენს კი თავად დევნილები დააფინანსებენ.

„ზუსტი კრიტერიუმები ასეთია – მარტოხელა მშობელი მცირეწლოვანი შვილებით. ამაში იგულისხმება 18 წლამდე მოზარდი.
ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობის წევრით, თუ პირველი და მეორე კატეგორიაა შეზღუდული შესაძლებლობის.
25 წლამდე ახალგაზრდის ოჯახი, თუ მას არა ჰყავს მარჩენალი მშობლები.
ხანდაზმული პირის მიერ მართული ოჯახი – ეს არის ოთხი კატეგორია და ამ კატეგორიის საკმაოდ ბევრი ოჯახია. თუკი საუბარია ერთ ოჯახზე ეს გრანტი იქნება 2500 ლარი, თუკი საუბარია ჯგუფზე – სამი და მეტი ოჯახი, ამ შემთხვევაში 5 000 ლარი. ეს არის მცირე გრანტები, რომელიც საკმარისია მცირე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საწარმოებლად“,- აღნიშნა მინისტრმა.

სუბარის თქმით, დევნილებს შეარჩევს სპეციალური კომისი, რომელშიც იქნებიან სამინიტროს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

news
ავტ.: news სექტემბერი 29, 2016 13:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,069
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics