გაერო ჟურნალისტის მკვლელობის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

აუცილებელია საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმის დამოუკიდებელი გამოძიება – გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეტის განცხადებაშია ნათქვამი – Reuters-ი წერს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მკვლელობის ყველა ფაქტისა და დეტალის მიუკერძოებელი გამოძიებისათვის აუცილებელია დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა. ბაჩელეტმა საუდის არაბეთს მოუწოდა თანამშრომლობაზე წამოვიდეს და ჟურნალისტის ცხედრის ადგილმდებარეობა გამოაქვეყნონ. მისი თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უკიდურესად მნიშვნელოვანია “შოკისმომგვრევლი თავხედური მკვლელობის” გამოსაძიებლად.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ფაქტი ერ-რიადმა მხოლოდ 26 ოქტომბერს აღიარა.

banner
წინა სტატიაშიასანჟს მოუწევს ინტერნეტის ფული გადაიხადოს და კატას მოუაროს – ეკვადორის სასამართლომ დაადგინა
შემდეგი სტატიათიბისი გალერეა საერთაშორისო პრინტ ფესტივალის დასკვნით ნაწილს მასპინძლობს